აშშ მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ტრამპის თქმით, ის ამ საკითხზე უკვე სამი თვეა, მუშაობს.
დონალდ ტრამპმა ნარკოკარტელებისთვის ომის გამოცხადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 ნოემბერს მექსიკის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მექსიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სამი ქალი და ექვსი ბავშვი მოკლეს.
ტრამპის გეგმების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული საკითხის განსახილველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა მოითხოვა.