აშშ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს
აშშ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა გაწერილია ბიუჯეტის პროექტში, რომელსაც მხარი კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა. თუმცა, ეს თანხა გაცილებით ნაკლებია იმ 25 მილიარდზე, რასაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვდა.

რესპუბლიკელების განცხადებით, აღნიშნული თანხა, მხოლოდ 145 კილომეტრამდე სიგრძის კედლის მშენებლობას ეყოფა.

გამყოფი კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.