აშშ-მექსიკის საზღვარზე აღმოჩენილია ყველაზე გრძელი გვირაბი, რომლის გამოყენებაც კონტრაბანდული მიზნებისთვის იგეგმებოდა
აშშ-მექსიკის საზღვარზე აღმოჩენილია ყველაზე გრძელი გვირაბი, რომლის გამოყენებაც კონტრაბანდული მიზნებისთვის იგეგმებოდა

აშშ-მექსიკის საზღვარზე აღმოჩენილია ყველაზე გრძელი გვირაბი, რომლის გამოყენებასაც კონტრაბანდული მიზნებისთვის აპირებდნენ. გვირაბის სიგრძე 1313 მეტრს შეადგენს და ის მიწის ქვეშ 21 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. მასში მოწყობილია მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის ლიფტი და სარკინიგზო ლიანდაგები. გვირაბის შესასვლელი ქალაქ ტიხუანის ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტიდან იწყება, მეორე ბოლო კი, კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-დიეგოში გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ სამართალდამცველებს ამ აღმოჩენის მიუხედავად, ეჭვმიტანილები არ ჰყავს. თუმცა, როგორც ცნობილია, ამ რაიონში მექსიკური კარტელი სინაოლა მოქმედებს, რომლის დამფუძნებელიც „ელ-ჩაპო“, იგივე ხოაკინ გუცმანია. დღეისთვის მას ამერიკულ ციხეში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.