აშშ-ის მაღაზიებზე კიბერშეტევის შედეგად, ჰაკერებმა ხუთ მილიონამდე საკრედიტო და სადებეტო ბარათების მონაცემები მოიპარეს
აშშ-ის მაღაზიებზე Saks Fifth Avenue და Lord & Taylor კიბერშეტევის შედეგად, ჰაკერებმა ხუთ მილიონამდე საკრედიტო და სადებეტო ბარათების მონაცემების მოპარვა შეძლეს. ახლა მათი ნაწილი გასაყიდად არის გამოტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია Gemini Advisor ავრცელებს.
ექსპერტების ვარაუდით, კიბერთავდასხმის უკან ჰაკერული დაჯგუფება JokerStash დგას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 125 ათასი საკრედიტო ბარათის მონაცემები გასაყიდად გამოიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ბარათებზე რომელიც აღნიშნული მაღაზიების მომხმარებელმა ანგარიშსწორებისთვის 2017 წლის მაისიდან დღემდე გამოიყენეს. ექსპერტების ვარაუდით, დაზარალებულები ძირითადად ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატების მაცხოვრებლები არიან.