აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს ასამბლეას, პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად ეღიარებინა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს 193 წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეას, „პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად მიეღო“.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. გაერო-ს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად განაცხადი უნდა დაამტკიცოს უშიშროების საბჭომ, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის, სულ მცირე, ორმა მესამედმა.