აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს
აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ (Reuters) ავრცელებს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო თეთრი სახლის მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თუ ნიკოლას მადურო ქვეყანაში ჰუმანიტარულ დახმარებას არ შეუშვებს, ვაშინგტონი ახალ აკრძალვებს აამოქმედებს.

სპეციალურად ამ საკითხის განსახილველად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 25 თებერვალს კოლუმბიაში მოლაპარაკებებს გამართავს.

ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს მაიკ პენსი ვენესუელის საზღვრებზე არსებულ კრიზისულ ვითარებას განიხილავს.

ცოტა ხნის წინ ნიკოლას მადურომ ვენესუელის და ბრაზილიის საზღვარი დახურა. ახლა ის კოლუმბიასთან არსებული საზღვრის დახურვითაც იმუქრება.

ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილების მიზეზი ჰუმანიტარული დახმარებაა, რომლებიც ვენესუელის საზღვრებთან არის განლაგებული.

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეტანით ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყანაში სამხედრო იფოცხვერნტერვენციის გამართლება სურს.