აშშ-მა ვენესუელასთან ავიამიმოსვლა სრულად შეწყვიტა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ვენესუელაში ფრენების გაგრძელება მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების პირობების დაუცველების გამო დაუშვებელია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ გაავრცელა.
„აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ ვენესუელაში თვითმფრინავით მიმავალი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა უსაფრთხოება სათანადოდ არაა დაცული, რის გამოც აუცილებელია ფრენების დაუყოვნებლივ შეჩერება“, – ნათქვამია აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
აკრძალვა ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიების ფრენებს.
მანამდე პირველ მაისს აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ ამერიკულ ავიაკომპანიებს ვენესუელის ტერიტორიის დატოვება ურჩია.