აშშ-მა უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების სახით, სამმილიარდიანი დაფინანსება გამოყო
აშშ-მა უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების სახით, ახალი, სამმილიარდიანი დაფინანსება გამოყო. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში უკრაინა „ბრედლის“ ტიპის 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას მიიღებს.
„როიტერის“ ცნობით, დახმარება ასევე მოიცავს ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალ ჰაუბიცებს, სარაკეტო შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს. აღნიშნული თანხიდან 225 მილიონი დოლარი უკრაინის არმიის მოდერნიზაციასა და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება.
როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ეს ყველაზე მასშტაბური დახმარების პაკეტია, რომელიც ერთჯერადად აშშ-ს ამ დრომდე გამოუყვია. საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 25 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.