აშშ-მა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები Javelin გადასცა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაადასტურა. შეიარაღების გადაცემის შესახებ განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც, თუმცა კითხვაზე, როდის ჩაიტანეს კომპლექსები უკრაინაში და სად იგეგმება მათი განთავსება, აშშ-ის საგარეო უწყებაში პასუხი არ გაუციათ.
მანამდე აშშ უკრაინას მხოლოდ არალეტალურ იარაღს აწვდიდა, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს შეზღუდვა მოხსნა.
ექსპერტების შეფასებით, აშშ უკრაინისთვის 210 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის და 35 გამშვები დანადგარის მიწოდებაs გეგმავდა. შეიარაღების ღირებულება საერთო ჯამში 47 მილიონ დოლარს შეადგენს.
Javelin-ების უკრაინისთვის მიწოდების მთავარ წინაპირობაა ის, რომ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები დონბასში ე.წ. გამყოფ ხაზთან არ განთავსდება. ამის მიზეზად სახელდება საფრთხე, რომ ეს იარაღი შესაძლოა, საოკუპაციო რეჟიმის სამხედროების ხელში მოხვდეს.
მანამდე Javelin-ის სარაკეტო კომპლექსები აშშ-მა საქართველოსაც გადასცა.