აშშ-მა უახლესი ბირთვული ბომბდამშენი „ბი-21 რაიდერი“ წარადგინა.
„სტელსის“ სისტემით აღჭურვილი „ბი-21“ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია. მისი პროგრამის თითქმის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია.
„ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი. ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება, დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში „ბი-21“-ის აღმოჩენა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
ახალ ბომბდამშენს ელექტრონული გამონაბოლქვის კონტროლის ახალი საშუალებები აქვს, რათა სამხედრო თვითმფრინავს მოწინააღმდეგის რადარების მოტყუება და სხვა ობიექტად შენიღბვა შეეძლოს. ასევე იყენებს ახალი ამძრავის ტექნოლოგიებს.
ბომბდამშენების ღირებულება ჯერ უცნობია.