აშშ-მა სირიაში, პროირანული დაჯგუფებების ცხრა ობიექტზე დარტყმები განახორციელა
აშშ-მა სირიაში, პროირანული დაჯგუფებების ცხრა ობიექტზე დარტყმები განახორციელა.
როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, ეს საპასუხო ქმედებაა გასული 24 საათის განმავლობაში, სირიაში ამერიკული პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებისთვის. თუმცა არ საჯაროვდება სამიზნე ობიექტების შესახებ დეტალები და არც ის, კონკრეტულად რომელი დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელდა იერიში.
სირიაში დღეისთვის ამერიკული კონტინგენტის ოდენობა 900-მდე ადამიანს მოიცავს.