აშშ-მა შექმნა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დასავლეთში რუსეთის ელიტის წარმომადგენლების ფინანსურ აქტივებს მოიძიებს და დააყადაღებს
აშშ-მა შექმნა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დასავლეთში რუსეთის ელიტის წარმომადგენლების ფინანსურ აქტივებს მოიძიებს და დააყადაღებს

აშშ-მა შექმნა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დასავლეთში რუსეთის ელიტის წარმომადგენლების ფინანსურ აქტივებს მოიძიებს და დააყადაღებს. სამუშაო ჯგუფში შევლენ ავსტრალიის, დიდი ბრტანეთის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გრალანდმა სამუშაო ჯგუფის წევრებთან პირველი შეხვედრა უკვე გამართეს.

„მხოლოდ სამ კვირაში აშშ-ის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციის საფუძველზე უცხოელმა პარტნიორებმა დააკავეს იმ ადამიანების მიერ კონტროლირებადი ხომალდები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული“, – აცხადებენ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში.

სამუშაო ჯგუფის წევრები ამჟამად ფოკუსირებულები არიან 50 ადამიანზე, რომელთა აქტივების ძებნა გრძელდება.