აშშ-მა საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა
აშშ-მა საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.
„ირანი საუდის არაბეთზე განხორციელებული 100 თავდასხმის უკან დგას. ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი თვალთმაქცობენ, რომ დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებენ. დეესკალაციისკენ მოწოდებების ფონზე, ირანმა მოაწყო უპრეცედენტო შეტევა, რომლის სამიზნე მსოფლიო ენერგეტიკა იყო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, საჯაროდ დაგმონ ირანის თავდასხმები“, – განაცხადა პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის რამდენიმე ობიექტზე თავდასხმა 13 სექტემბერს დრონების გამოყენებით მოაწყვეს. შედეგად, როგორც „როიტერი“ იუწყება, საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება დღეში ხუთი მილიონი ბარელით შეამცირა.