ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სახმელეთო ბაზირების რაკეტა კალიფორნიაში კუნძულ სან-ნიკოლასიდან გაუშვეს. რაკეტა 500 კილომეტრის დაშორებით განთავსებულ სამიზნეს მოხვდა. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გამოცდის შედეგად მოპოვებული მონაცემები გამოყენებული იქნება მომავალში საშუალო მანძილის ახალი რაკეტების შემუშავებისას.
შეგახსენებთ, 2 აგვისტოს აშშ-მა მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა, რის მიზეზადაც რუსეთის მიერ წლების განმავლობაში აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა.
1987 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება კრძალავს მცირე (500-დან 1000 კმ-მდე) და საშუალო (1000-დან 5 500 კმ-მდე) სიშორის სახმელეთო ბაზირების რაკეტების წარმოებას გამოყენებასა და შენახვას.