აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ პირს  „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის, ასევე დაჯგუფების დაფინანსებასა და მომზადებაში ჩართულ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს
აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ პირს „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის, ასევე დაჯგუფების დაფინანსებასა და მომზადებაში ჩართულ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს

აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ პირს „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის, ასევე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც „ჰამასის“ დაფინანსებასა და მომზადებაში არიან ჩართული. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამას გარდა, აშშ-მა სანქციები დაუწესა ერთ კომპანიას, რომელსაც კავშირი აქვს რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ჰამასთან“ და „პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დღეს სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირები საკვანძო როლს ასრულებდნენ „ჰამასთან“ დაკავშირებული კომპანიების მიერ სანქციების ავლის ხელშეწყობაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მილიონობით დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს „ჰამასის“ აქტივობებისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.