აშშ-მა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე წ. შავი სია გამოაქვეყნა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების ე წ. შავი სია გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.
“კრემლის ანგარიშში” 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა, მათ შორის არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები: პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მონისტრი ალექსანდრ ნოვაკი. სანქციები ემუქრება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვს.
სანქციები შეიძლება დაუწესონ გაზპრომის აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერსა და როსნეფტის ხელმძღვანელ იგორ სეჩინს.
“ოლიგარქების სიის” ფიგურანტებს შორის არის ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ ყველა ეს პირი დაკავშირებულია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან, თუმცა მათ წინააღმდეგ ჯერ არანაირი შეზღუდვები ძალაში არ შედის.
“კრემლის ანგარიში” აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს წარუდგინა.