აშშ-მა რუსეთისთვის ამერიკული წარმოების მიკროჩიპების მიწოდების გამო 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-მა რუსეთისთვის მიკროჩიპების მიწოდების გამო 42 ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა.
როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, ამერიკული წარმოების მიკროჩიპებს, რომლითაც ჩინური კომპანიები რუსეთის თავდაცვის უწყებას ამარაგებდნენ, შემდეგ უკრაინის მოქალაქეებისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად დრონებსა და რაკეტებში იყენებდნენ.
სასანქციო სიაში მოხვდა ასევე შვიდი კომპანია ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
„დღევანდელი გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია; თუ თქვენ აწვდით ამერიკულ ტექნოლოგიებს რუსეთის თავდაცვის სექტორს, ჩვენ ამის შესახებ შევიტყობთ და ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილე მეთიუ აქსელდორი.