აშშ-მა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა
აშშ-მა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფართომასშტაბურ სანქციებს აწესებს რუსეთის თავდაცვის სექტორზე. საერთო ჯამში, სანქციები უწესდება თავდაცვის 22 უწყებას, რომლებიც ამზადებენ საბრძოლო თვითმფრინავებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ელექტრონული ომის სისტემებს, რაკეტებსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს რუსეთის სამხედროებისთვის.
სანქციები წესდება ექსპორტის კონტროლზე, რომელიც მიმართულია ნავთობის გადამუშავებაზე. აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წყაროს.
აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ის და მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს არ გააჩნიათ სტრატეგიული ინტერესი, შეამცირონ ენერგორესურსების გლობალური მიწოდება. თუმცა, ისინი დაინტერესებული არიან, შეასუსტონ რუსეთის, როგორც წამყვანი ენერგორესურსების მომწოდებლის სტატუსი, ეს სანქციები კი ამ მიზნის მიღწევას დაეხმარება.
ასევე წესდება სანქციები, რომლებიც მიმართულია უწყებებსა თუ ორგანიზაციებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით წვლილი შეჰქონდათ მათ ფუნქციონირებაში.
ახალი ზომები ვრცელდება რუსულ ავიახომალდებზეც, რომელთაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლა ეკრძალებათ. საუბარია როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ხომალდებზე.
ასევე სანქციები უწესდება ბელარუსს, კერძოდ კი, ტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტზე. აღნიშნული შეზღუდვით, ასევე მოხდება პრევენცია, რომ ტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ბელარუსიდან რუსეთში გადამისამართება არ მოხდეს“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.