აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ახალი შემზღუდავი ზომები უკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში ახალი ინვესტიციების განხორციელებას. სანქციები უწესდება „სბერბანკს“, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, ასევე „ალფაბანკს“.
აშშ-მა ასევე „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზრდასრული შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები.
„დღეს მკვეთრად ვამწვავებთ ფინანსურ შოკს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტისთვის, „სბერბანკისთვის“ და უმსხვილესი კერძო ბანკისთვის, „ალფაბანკისთვის“ სრულად დამბლოკავი სანქციების დაწესებით“, – განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ამას გარდა, აშშ დაუწესებს სანქციებს რუსეთის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო კომპანიებს. აღნიშნულ ზომებს სახაზინო დეპარტამენტი ხუთშაბათს გამოაცხადებს.