ჩრდილო კორეასთან კავშირის ბრალდებით, აშშ-მა რუსეთის დროშით მცურავ ექვს გემს, სამ რუსულ კომპანიას და ორ რუს ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები გლობალურ კიბერსივრცეში რუსეთის აქტივობასაც უკავშირდება.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩრდილო კორეასთან საქმიანი კავშირით საერთაშორისო სანქციები დაარღვია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სიგალ მანდელკერის განცხადებით, დაბლოკილი აქტივების ოდენობა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია.