ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პაკისტანს უსაფრთხოების სფეროში დახმარება შეუწყვიტა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ი პაკისტანის დახმარებას მას შემდეგ აღადგენს, რაც ისლამაბდი „თალიბანისა“ და „ხაკანის ქსელის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ ფინანსური დახმარების შეჩერება არ ნიშნავს, რომ დახმარება სამუდამოდ შეწყდება, თუმცა პაკისტანმა ის ტერორისტული ჯგუფები უნდა შეაკავოს, რომლებიც აშშ-ის სამხედროებს ზიანს აყენებენ.