აშშ-მა პაკისტანელ დიპლომატებს სამგზავრო შეზღუდვები დაუწესა.
„ჩვენი დიპლომატებისთვის შეზღუდვები 11 მაისიდან დაწესდება და ეს საპასუხო ზომების საფუძველზე იქნება“ – განაცხადა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
გადაწყვეტილების მიუხედავად, მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება.
ახალი გეგმის მიხედვით, პაკისტანელ დიპლომატებს ვაშინგტონში და საკონსულოებს აშშ-ის სხვა ქალაქებში, საკუთარი ადგილებიდან 40 კილომეტრზე დიდ მანძილზე მოგზაურობა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეეძლებათ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის პაკისტანში გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული და ვაშინგტონმა საპასუხო ზომები მიიღო.
პაკისტანში აცხადებენ, რომ შეზღუდვები დიპლომატების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაწესდა.