აშშ-მა მექსიკასა და კანადასთან სახმელეთო საზღვარზე სამოგზაურო შეზღუდვები 21 მარტამდე გაახანგრძლივა
აშშ-მა მექსიკასა და კანადასთან სახმელეთო საზღვარზე სამოგზაურო შეზღუდვები 21 მარტამდე გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ საზღვარზე შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგი არ ყოფილა კანადა. ბოლო პერიოდში კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში სახმელეთო გზით შესული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა სავალდებულო გახადა.
26 იანვარს აშშ-ში სავალდებულო გახდა საჰაერო გზით ჩასული ყველა საერთაშორისო მოგზაურისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტის ნეგატიური შედეგების წარდგენა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება სახმელეთო საზღვარზე.
გასულ თვეში ჯი ბაიდენმა თავის ადმინისტრაციას დაავალა, დაიწყონ მოლაპარაკებები კანადისა და მექსიკის წარმომადგენლებთან სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროტოკოლებთან დაკავშირებით. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისმა სააგენტოებმა პრეზიდენტს უნდა წარუდგინონ გეგმა სახმელეთო საზღვარზე ჯანდაცვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით.