აშშ-მა ლიბიაში ტერორისტების ჯგუფზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკული სარდლობა ავრცელებს.
ლიკვიდირებულთა შორის ალ-ქაიდას ისლამური მაღრიბის დაჯგუფების 11 წევრია. განადგურებულია სამი ავტომობილიც. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის სამოქალაქო პირები არ არიან.მს