აშშ-მა კუბის პოლიციის ძალებსა და მათ ორ ლიდერს სანქციები დაუწესა
აშშ-მა კუბის პოლიციის ძალებსა და მათ ორ ლიდერს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის პოლიციის ძალებსა და მათ ორ ლიდერს სანქციები დაუწესა. ამის მიზეზია ქვეყანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, სანქციები არის რეაქცია კუბაში 11 ივლისს დაწყებული მშვიდობიანი, პროდემოკრატიული პროტესტების ჩახშობის ქმედებებზე.

ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკაში მცხოვრები კუბელების ლიდერებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მოსალოდნელია მეტი სანქცია.

„იქნება უფრო მეტი, ვიდრე კუბაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, რომლებსაც მე ვერ ვხედავ“,  -აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, მან სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებს დაავალა, ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავონ გზები, რათა შესაძლებელი იყოს ამერიკელებისგან კუბელებისთვის ფულადი გადარიცხვების დაშვება ისე, რომ ამით სარგებელი არ მიიღოს კუბის მთავრობამ. ამას გარდა, ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს კუბის მოსახლეობისთვის ინტერნეტზე წვდომის უზრუნველსაყოფად.

საპროტესტო გამოსვლები კუბაზე ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო.