აშშ-მა კუბას, ნიკარაგუასა და ვენესუელას წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
აშშ-მა კუბას, ნიკარაგუასა და ვენესუელას წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც მაიამიში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, ვაშინგტონის სამიზნე კუბას სამხედრო და სადაზვერვო სამსახურია. ამავე დროს, აშშ-ის მოქალაქეების ნაწილს კუბაზე გამგზავრება აეკრძალებათ.
აშშ-ის მიერ ვენესუელას წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები ამოქმედდა ქვეყნის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. კერძოდ, ბანკს აშშ-ის ეროვნულ ვალუტაზე წვდომა შეეზღუდება. ვენესუელაზე საუბრისას ჯონ ბოლტონმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, თავი შეიკავოს დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოების საქმეებში ჩარევისგან.
„აშშ-ი ასეთ ნაბიჯებს განიხილავს პროვოკაციად, რაც საერთაშორისო მშვიდობასა და რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება“ – განაცხადა ბოლტონმა.
ნიკარაგუას შემთხვევაში ვაშინგტონმა „შავ სიაში“ შეიყვანა ქვეყნის პრეზიდენტის შვილი ლაურეანო ოტეგა და სახელმწიფო კომპანია „ბანკორპი“, რომელსაც ბოლტონმა „ორტეგას შავი სალარო უწოდა“.