აშშ-მა კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში დააბრუნა
აშშ-მა კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში დააბრუნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების სიაში დააბრუნა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აშშ-ის მიერ შექმნილი სია მოიცავს იმ ქვეყნებს, რომლებიც, ვაშინგტონის განმარტებით, მხარს უჭერენ საერთაშორისო ტერორიზმს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუბა მუდმივად აძლევდა ტერორისტებს თავშესაფარს და სწორედ ამ გზით უჭერდა მხარს საერთაშორისო ტერორიზმს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კუბა მხარს უჭერს ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რაც ასევე გახდა მისი ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიაში ჩასმის მიზეზი.