ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა. ირანული მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონის ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჰონკონგსა და ჩინეთში განთავსებული ცხრა საწარმო და სამი ირანელი კერძო პირი, რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლება ირანულ ნავთობქიმიურ პროდუქტებზე „მნიშვნელოვან გარიგებებში“ ადანაშაულებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, სანქციები შეეხო ირანის შეიარაღებული ძალების სოციალური უსაფრთხოების საინვესტიციო კომპანიას და მის დირექტორს, სანქცირებული საწარმოების ინვესტიციებისთვის.
პარალელურად, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში თქვეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, პაკისტანის დაუცველი ბირთვული და სარაკეტო პროგრამის და რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციის დახმარებისთვის, სასანქციო სიას დაემატება ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ხუთი ირანელი მეცნიერი და 18 კორპორაცია.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჩინეთმა და რუსეთმა, აშშ-ს, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდეს.