აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში კიდევ ხუთი ირანული კომპანია შეიყვანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში კიდევ ხუთი ირანული კომპანია შეიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ე.წ. მეორადი სანქციები დაუწესდა კომპანიებს: კვლევითი ცენტრი „შაჰიდ ესლამი“, „შაჰიდ ხარაზი“, „შაჰიდ მოღადამი“, „შაჰიდ სანიხანი“ და „შაჰიდ შუსტარი“.
გასულ წლებში აშშ-ის სანქციების სამიზნე არაერთი ოფიციალური პირი და ირანული კომპანია გახდა. მიზეზი სარაკეტო პროგრამებსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში მათი როლი იყო.