აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამჯერად ე.წ. შავ სიაში ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალი აქბარ სალეჰი მოხვდა. შემზღუდველი ზომები მესამე პირებს მათთან ნებისმიერი სახის საქმიან ურთიერთობას უკრძალავს. ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის აქტივები, თუკი ასეთი აშშ-ის ტერიტორიაზე არსებობს, გაიყინება.

ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ შემზღუდველი ზომები ირანის სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების მიმართაც აამოქმედა. სანქციები ასევე დაუწესდა რვა ირანელ მაღალჩინოსანს. აშშ-ში განმარტავენ, რომ შემზღუდველი ზომების მოქმედება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ირანი მის პოლიტიკას არ შეცვლის.