აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას ირანის ექვსი მოქალაქე და სამი ორგანიზაცია დაამატა
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიას ირანის ექვსი მოქალაქე და სამი ორგანიზაცია დაამატა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 8 მაისს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
დონალდ ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც ბირთვული შეთანხმების ფარგლებში შეჩერებული იყო, კვლავ იწყებდა მოქმედებას.