აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები მეტალურგიული ინდუსტრიის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, სასანქციო სიაში 17 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მოხვდა.
ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
„ირანის რეჟიმი მეტალურგიული სექტორიდან მიღებულ შემოსავალს იყენებს მსოფლიოში რეჟიმის მადესტაბილიზებელი ქმედებების დასაფინანსებლად“, – აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მაიკ პომპეოს განცხადებაში.