აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. ამჯერად შეზღუდვები ირანის ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განმარტებით, ფინანსური ინსტიტუტების სასანქციო სიაში შეყვანის მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობ დაწესებულებებზე გასულ კვირას იემენელი ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმ გახდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობას აშშ-ი ირანს აკისრებს.