აშშ-მა ირანის „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ მხარდაჭერისთვის სანქციები გააფართოვა
აშშ-მა ირანის „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ მხარდაჭერისთვის სანქციები გააფართოვა.
კერძოდ, „შავ სიაში“ მოხვდა ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ვალიოლა სეიფი.
ინფორმაცია სანქციების გაფართოების შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამას გარდა, სასანქციო სიაში „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ მხარდაჭერისთვის მოხვდნენ კიდევ ერთი ირანელი და ერთი ერაყელი.
მოძრაობა „ჰეზბოლასთან“ კავშირის გამო, სანქციები ასევე დაუწესდა სირიის ერთ მოქალაქს.
აშშ-მა „შავ სიაში“ შეიყვანა ისლამური ბანკი „ალ-ბილადიც“.
აშშ-ი „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
10 მაისს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ექვს ფიზიკურ პირს და ერთ კომპანიას „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან“ კავშირისთვის დაუწესა სანქციები.