აშშ-მა „ჰამასის“ ლიდერს, იაჰია სინვარსა და კიდევ ხუთ წევრს 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „ჰამასის“ ლიდერს, იაჰია სინვარსა და დაჯგუფების კიდევ ხუთ წევრს 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა.
ბრალდებულ პირებს, ექვს სხვა ბრალდებასთან ერთად, ბრალად ედებათ ასევე „შეთქმულება ტერორისტული აქტების მატერიალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რამაც გამოიწვია სიკვდილი“.
„დღეს წაყენებული ბრალდებები მხოლოდ ნაწილია ჩვენი ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია „ჰამასის“ ოპერაციების წინააღმდეგ. ეს ქმედებები არ იქნება ბოლო“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.