ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ ავრცელებს.
„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონალური სტაბილურობისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.