აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.

აშშ სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამოძიებას ითხოვს.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას და მის მოკავშირეებს ეკისრება. ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა გუშინაც ჩატარდა