აშშ-მა და ნიდერლანდებმა შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი საავიაციო წვრთნები გამართეს
აშშ-მა და ნიდერლანდებმა შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი საავიაციო წვრთნები გამართეს

აშშ-მა და ნიდერლანდებმა შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი საავიაციო წვრთნები გამართეს. ამის შესახებ ნატო-ს საჰაერო ძალების გაერთიანებულმა სარდლობამ განაცხადა.

როგორც სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიის შპანგდალის სამხედრო ბაზაზე განლაგებული ამერიკული „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამადგურებლები ბულგარეთში გაფრინდნენ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს მოქმედებების მხარდასაჭერად. ჩასვლისთანავე მათ შეუერთდნენ ბულგარეთში განლაგებული ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების „ეფ-35“-ები.

ამერიკული თვითმფრინავები ბულგარეთის საჰაერო ძალების ბაზა „გრაფ იგნატიევზე“ ხელისუფლების ნებართვით დაეშვნენ. ამის შემდეგ აშშ-ის და ნიდერლანდების სამხედრო თვითმფრინავებმა ერთობლივი პატრულირება ბულგარეთის საჰაერო სივრცეში განახორციელეს.