აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ რუსულ, ჩინურ და სინგაპურულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ რუსულ, ჩინურ და სინგაპურულ კომპანიებს სანქციები დაუწესა.
სიაში მოხვდნენ: კომპანია Profinet, ასევე მისი გენერალური დირექტორი ვასილი კოლჩანოვი. ორგანიზაცია პრიმორიეს მხარეშია დარეგისტრირებული, კომპანია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებითაა დაკავებული.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა ჩინურ Dalian Sun Moon Star International Logistics Trading CO -ს და SINSMS PTE. LTD -ს, რომელიც სინგაპურშია განთავსებული.