ამერიკის შერთებულმა შტატებმა ჩინეთს უბრძანა, ქალაქ ჰიუსტონში მდებარე საკონსულო დახუროს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ისახავს მიზნად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, ჩინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა ამერიკელების კერძო ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს.
ორტაგუსის თქმით, ვაშინგტონი არ შეეგუება ჩინეთის მხრიდან აშშ-ის სუვერენიტეტის დარღვევასა და მოსახლეობის დამცირებას, ისევე როგორც არ შეეგუება უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას, ამერიკული სამუშაო ადგილების ქურდობას და სხვა აღმაშფოთებელ ქმედებებს.
მორგან ორტაგუსმა ასევე აღნიშნა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩინეთმა „უპრეცედენტო ესკალაცია“ უწოდა.
პეკინში ამბობენ, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვონ ვენბინის განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკური პროვოკაცია აღმაშფოთებელი და გაუმართლებელია და პეკინი მკაცრ კონტრზომებს მიიღებს.