აშშ-მა ჩინეთის ოთხ მოქალაქესა და ერთ სამთავრობო კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-მა ჩინეთის ოთხ მოქალაქესა და ერთ სამთავრობო კომპანიას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ოთხ მოქალაქესა და ერთ სამთავრობო კომპანიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

უწყების განცხადებით, სანქციების დაწესება უკავშირდება სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში ეთნიკური უმცირესობების უფლებების სერიოზულ დარღვევას.

„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს შორის ჩინეთის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები არიან, მათ შორის სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე.

ადამიანის უფლებების დარღვევებს შორის სახაზინო დეპარტამენტი ასახელებს მასობრივ დაკავებებს, სასტიკ ფიზიკურ ძალადობასა და სხვა დარღვევებს, რომლებიც მიმართულია უიღურებისა და რეგიონში სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„აშშ ცდილობს, გამოიყენოს ყველა ფინანსური შესაძლებლობა, რათა სინძიანსა და მთელს მსოლფიოში ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს“, -განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა.