ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლების ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის საფრთხის შემქმნელია.
აღნიშნული სანქციები აშშ-მა ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს 2006 წელს დაუწესა. სანქციების ვადა 16 ივნისს იწურებოდა.