აშშ-მა ამერიკელი პასტორის დაკავების გამო, თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ამერიკელი პასტორის დაკავების გამო, თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. მიზეზი თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორია, რომლის გათავისუფლებაზეც თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს უარი უთხრა.

სანქციების ჩამონათვალში მოხვდნენ თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

პასტორი ენდრიუ ბრანსონი თურქეთში მცხოვრები წარმოშობით ამერიკელია. ის გასული წლის ოქტომბერში თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის მიზეზით დააკავა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს რამდენჯერმე შესთავაზა ბრანსონის ფეთულა გიულენში გაცვლა. აშშ-ის ადმინისტრაციამ ერდოღანის მთავრობას პასტორის გათავისულებისკენ არაერთხელ მოუწოდა.