აშშ-მა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო-სადესანტო ხომალდი და საზღვაო ქვეითთა ჯგუფი გაგზავნა
აშშ-მა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო-სადესანტო ხომალდი და საზღვაო ქვეითთა ჯგუფი გაგზავნა.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის გაგზავნა მიზნად ისახავს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ფართომასშტაბიანი ომის თავიდან არიდებას.
აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ USS Wasp-ი, რომელზეც 2 200 სამხედრო იმყოფება, ხმელთაშუა ზღვაში ამერიკულ ხომალდ USS Oak Hill-ს შეუერთდება და ასევე მათ მალე მესამე ხომალდი, სადესანტო ხომალდი USS New York-ი შეუერთდება.
მანამდე „ენბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მოსალოდნელი ომის ფონზე, რეგიონიდან აშშ-ის მოქალაქეების გამოსაყვანად მიიღეს.