ამერიკის შეერთებული შტატები ინდოეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად ვაშინგტონი ინდოეთის მიერ მოსკოვისგან თანამედროვე შეიარაღების შეძენას ასახელებს. საქმე ეხება ნიუ დელის გადაწყვეტილებას რუსეთისაგან სარაკეტო კომპლექს C-400-ები ყიდვის შესახებ.
შესაბამისი განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელის თანაშემწე რენდელ შრივერმა გააკეთა.
„ვერ გეტყვით, რომ ინდოეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესდება. ვერ დაგპირდებით, რომ ინდოეთი გამონაკლისი იქნება“, – განაცხადა შრივერმა.
მისივე თქმით, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. ამასთან, აშშ მზადაა, დელისთან რუსული შეიარაღების ალტერნატივაზე გამართოს მოლაპარაკებები.
რუსეთი და ინდოეთი სარაკეტო კომპლექს C-400-ების შესყიდვის შესახებ 2016 წელს შეთანხმდნენ. თუ გარიგება შედგება, მოსკოვი დელის იარაღს 2020 წელს გადასცემს.
დონალდ ტრამპმა 2017 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ვაშინგტონს უფლებას აძლევს, შეზღუდვები დაუწესოს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობს.