აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ორ დღიანი რაკეტსაწინააღმდეგო წვრთნები დაიწყეს
ამერიკის შერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ორ დღიანი რაკეტსაწინააღმდეგო წვრთნები დაიწყეს.
სამხედრო მანევრებში სამი ქვეყნის ხუთი ხომალდი მონაწილეობს. წვრთნების მიმდინარეობისას, მოკავშირე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალები პოტენციური ბალისტიკური რაკეტის აღმოჩენასა და მის განეიტრალებაში ივარჯიშებენ.
სამხედრო წვრთნებს იაპონია მასპინძლობს და მისი მიზანია ჩრდილო კორეისგან მომდინარე საფრთხის პირისპირ მოკავშირეების შესაძლებლობების ზრდა და ერთობლივი მოქმედების კოორდინაციის ამაღლება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო კორეამ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავიდან გაუშვას.