აშშ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას და 12,8 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს
შეერთებული შტატები უკრაინას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას და 12,8 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს.
აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იტყობინება.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გადასცა 55 მილიონი აშშ დოლარის დახმარება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამავდროულად 2,2 მილიონი დოზა ვაქცინა მიაწოდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკა აპირებს, გააგრძელოს უკრაინისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის უზრუნველყოს ვაქცინების უსაფრთხო შენახვა სპეციალურ მაცივრებში. აქვე, აშშ-ში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი მუშაობს ამერიკის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის განხორციელებაზეც.