აშშ კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტებში სკანირებას დაიწყებს
აშშ კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტებში სკანირებას დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან დაკავშირებით აეროპორტებში სკანირებას დაიწყებს. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ადამიანი, რომელიც აშშ-ში იმ ქვეყნიდან ჩავა, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, სპეციალურ სკრინინგს გაივლის.

ცნობილია, რომ განსაკუთრებულ შემოწმებას გაივლიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში მოგზაურობდნენ.