აშშ-ის კონგრესის ანგარიშით, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები 18 შტატის საარჩევნო სისტემებს დაესხნენ თავს
აშშ-ის კონგრესმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომზადებული ანგარიშის ნაწილი გამოაქვეყნა. წრმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას კიბერთავდასხმების, ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ასევე ე.წ. ტროლების ფაბრიკის და სპეცსამსახურების საქმიანობის კოორდინაციის გზით ცდილობდა, თუმცა სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის კამპანიის დაწყების ბრძანება პირადად ვლადიმირ პუტინმა გასცა.
ანგარში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ანალიტიკურ შეფასებებზეა დაფუძნებული. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება აშშ-ს არჩევნებში ჩარევისას, უპირატესობას დონალდ ტრამპს ანიჭებდა.
„რუსეთის მიზანი აშშ-ში დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის შერყევა, ჰილარი კლინტონის კომპრომეტირება და მის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შანსები შემცირება იყო“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, მინუმუმ 18 შტატში საარჩვენო სისტემებს რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები დაესხნენ თავს. ამასთან კონგრესმენებმა ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ ჰაკერებმა კენჭისყრის შედეგები შეცვალეს.
2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომზადებული ანგარიშის ნაწილი გასაიდუმლოებულია, რადგან მასში მოცემულია აშშ-ის სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები და მათ მიერ გამოყენებული წყაროები.
მანამდე სენატში სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარ ბურმა განაცხადა, რომ კომიტეტი რუსეთის საქმეზე გამოძიებას აგვისტოში დაასრულებს.