აშშ-ის კონგრესი რუსეთის სამხედრო მრეწველობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები იარაღის მწარმოებელი რუსული კომპანიების პარტნიორი ქვეყნების მთავრობის წევრებისა და ინდივიდუალური პირების დასჯას ითხოვენ . შესწორება აშშ-ის 2019 წელის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია მოყვანილი.
პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, სანქციები დააწესოს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის სამხედრო მრეწველობას უჭერენ მხარს. საუბარია, რუსეთის იმ პარტნიორებზე, რომელთა დახმარების გარეშეც, სამხედრო აღჭურვილობის წარმოება შეუძლებელი გახდება.
გარდა ამისა, შეზღუდვები შეიძლება დააწესონ იმ ქვეყნების მთავრობის წევრთა მიმართ, რომლებიც რუსეთში წარმოებულ აღჭურვილობას ყიდულობენ.
ამავე პროექტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჰქონდეს უფლება, დროებით გააუქმოს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაში მხილებული ქვეყნების მიმართ შეზღუდვები, თუ ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. აღნიშნული ინიციატივა კონგრესმა უნდა განიხილოს